ნიკოლოზ ჯანიაშვილმა დედოფლისწყარო-ქედების დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა საკრებულოს თავჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილთან ერთად დედოფლისწყარო-ქედების დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.
გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს დედოფლისწყარო-ქედის დამაკავშირებელი 6 კილომეტრიანი მონაკვეთის მოხრეშვა – რეაბილიტაცია, რომელსაც შპს ,,სერპარტინი“ ახორციელებს. გამგებლის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტის სოფლებთან დამაკავშირებელი გზების პრობლემა აღარ იარსებებს.

Visited 169 times, 1 visit(s) today