ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

06/02/2018

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მერის მოადგილესთან, მალხაზ მერაბიშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, დავით ფხოველიშვილთან ერთად დედოფლისწყაროს კულტურის სახლისა და სპორტული დარბაზის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ცალკე გაკეთდა მოსახლეობასთან მისასვლელი გზა, მოეწყო და მოპირკეთდა საყრდენი კედლები , გასწორდა და მოასფალტდა მოედნის ტერიტორია , მალე აქ უახლესი ლედ განათების სისტემაც დამონტაჟდება .

“აღნიშნული ტერიტორია წლების განმავლობაში ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა და არ გააჩნდა არანაირი გარეგნული სილამაზე. დღეისათვის მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასკვნით ფაზაშია და ძალიან მალე დედოფლისწყაროს კიდევ ერთი ლამაზი ადგილი შეემატება, რაც კულტურული და სპორტული ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების საშუალებას მოგვცემს“-აცხადებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0