ნიკორწმინდის ტაძრის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება

15/06/2017

სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაციას, მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ტაძრამდე მისასვლელი გზისა და და სოფლის ცენტრში არსებული შენობების ფასადების რეაბილიტაციას. გარდა ამისა სოფლის ცენტრიდან ტაძრისკენ მიმავალ გზაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე გათვალისწინებულია სკვერის მოწყობა და სუვენირების მაღაზიის მშენებლობა. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 2 200 000 ლარს შეადგენს. პროექტის მიზანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0