ნინოშვილის ქუჩაზე მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს

01/08/2017

ქალაქ გურჯაანში, ნინოშვილის ქუჩის მოასფალტება მიმდინარეობს. სამუშაოებს შ.პ.ს “ლაგოდეხავტოგზა” ასრულებს და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. მოასფალტდება 288 მეტრი სიგრძის გზა და 779 კვ. მეტრზე მოეწყობა ტროტუარები. სამუშაოები 12 სექტემბრამდე დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0