ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის დაგეგმვასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

01/12/2017

პროექტის ,,დავასუფთაოთ საქართველო” ფარგლებში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში შეხვედრა – ტრენინგი გაიმართა. საქართველოში ნარჩენების მართვის საკანონმდებლო მოთხოვნების, ნარჩენების მართვის დაგეგმვის, ეკოსისტემებზე სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენისა და ამ კუთხით რეგიონებში საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის პერსპექტივებზე გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორმა, ნარჩენების მთავარმა ექსპერტმა ხათუნა ჩიკვილაძემ და ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა, გარემოს მონიტორინგის ექსპერტმა ნუგზარ ბუაჩიძემ ისაუბრეს.
პროექტის პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიან, მერი – ანივარდ მოსოიან, მისი მოადგილეები – ალექსანდრე მიქელაძე, არტავაზდ ტონოიან, საკრებულოს დეპუტატები, მერიასა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0