ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი სოფლებში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო

06/12/2017

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი სოფლებში პატარა ხანჩალსა და კათნატუში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. მუნიციპალიტეტის მერიას ხელმძღვანელმა, მერის მოადგილესთან არტავაზდ ტონოიანთან, ინფრასტრუქტურის, სივრცით მოწყობის სამსახურის არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსის – სოს ბდოიანთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ნინოწმინდის მენეჯერთან არზუნ გოროიანთან და სოფელ ხანჩალის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტთან არმენ ავაკიანთან ერთად, სოფელ პატარა ხანჩალში სასმელი წყლის სათავე რეზერვუარი დაათვალიერეს, სოფელ კათნატუსა და მიმდებარე სოფლებში კი გარე განათებასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს.
მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი სოფელ სათხის საჯარო სკოლის პედკოლექტივსა და მოსწავლეებსაც შეხვდა, სადაც სკოლაში მიმდინარე კაპიტალური რეაბილიტაციის გამო სასწავლო პროცესი სოფლის კლუბში გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0