ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში წმინდა ნინოს დღესასწაული აღინიშნა

27/01/2018

წმინდა ნინოს ხსენების ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ნინოწმინდისა და ახალქალაქის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, ბატონი ენზელ მკოიან, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამობრძანებული თანამდებობის პირები და სტუმრები , საკრებულოს ხელმძღვანელები, მხარის სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – სუმბატ კიურეღიან, მისი მოადგილე კონსტანტინ ვარტანიან, საკრებულოს დეპუტატები, მუნიციპალიტეტის მერი – ანი მოსოიან, მოადგილეები – ალექსანდრე მიქელაძე , არტიუშ ტონოიან სხვა თანამდებობის პირებთან ერთად ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს ესტუმრნენ და პატარებს დღესასწაული მიულოცეს.
სადღესასწაულო წირვა – ლოცვა სხალთის ეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ კი, ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა სტუმრების პატივსაცემად საინტერესო წარმოდგენა – კონცერტი გამართეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0