საქართველოს პარლამენტის წევრი ენზელ მკოიანი, ნინოწმინდის მერი ანი მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა ხელმძღვანელი პირები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების – ეშტიის , თორიის, უჩმანის მოსახლეობას შეხვდნენ და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიღება უშუალოდ მათგან არის შესაძლებელი. აღნიშნული შეხვედრები 2020წლის ბიუჯეტის ფორმირებასა და უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პრიორიტეტული პროექტების განხილვასა და დაგეგმვას უკავშირდება.