ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები გრძელდება

10/02/2020

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კონდურის ადმინისტრაციული ერთეულის დასახლებებში- დილიფში, დიდ კონდურაში, პატარა კონდურაში და მამწვარაში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები გრძელდება.
შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არტავაზდ ტონოიანი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და დეპუტატები ესწრებოდნენ, რომლებმაც პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს ეყარა კენჭი, ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა:
1. დილიფი – სანიაღვრე არხების მშენებლობა
2.დიდი კონდრიო – სარწყავი სისტემისათვის მილების შეძენა და მონტაჟი
3. პატარა კონდრიო – წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია
4. მამწვარა – ა) წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია
ბ) გარეგანათების მოწყობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0