ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო აქცია გრძელდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გრძელდება საქველმოქმედო აქცია. საკრებულოს თავმჯდომარის სუმბატ კიურეღიანის ოჯახმა 70 ტომარა ფქვილი თავისი სახსრებით შეჭირვებული ოჯახებისთვის შეიძინა. 70 ტომარა ფქვილის ოჯახებისთვის დარიგებას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური განყოფილების თანამშრომლების, მერის წარმომადგენლებისა და მოხალისეების მეშვეობით კვირის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის თითოეულ მათგანს გამოჩენილი გულისხმიერებისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის.

Visited 83 times, 1 visit(s) today