ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პროექტების შესარჩევად შეხვედრები გრძელდება.
შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ ბდოიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ვაღინაკ არზუმანიანი, გიორგი ჩაფანიანი, დეპუტატი – ვოსკან ელოიანი, ინფრასტრუქტურისა და ირუდიული სამსახურების უფროსები- არმენ ბდოიანი და ხორენ ავეტისიანი, ტამბოვკის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი მასის აღაიანი ესწრებოდნენ.
ტამბოვკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში – ტამბოვკასა და როდიონოვკაში; კონსულტაციის/კრების დროს შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა: სოფ. ტამბოვკა- შიდა გზების რეაბილიტაცია ;
სოფ. როდიონოვკა – სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია.