ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გაგიკ კარსლიანმა გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსთან და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ნარჩენების მართვის კოდექსის მე -10 თავის “ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და საქმის წარმოების ” საფუძველზე მუნიციპალიტეტის სოფლებში სანაგავე ადგილების დადგენის, ცენტრალურ ტრასებთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებაზე კონტროლის დამყარებასა და საჯარიმო სანქციებზე ისაუბრეს. აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 20 ათასი ლარი.