22 აპრილს ზესტაფონში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება

19/04/2017

22 აპრილს მუნიციპალიტეტში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება. გამოკვლევებს კლინიკა „ლანცეტის“ სხვადასხვა პროფილის მედიკოსები (თერაპევტი; კარდიოლოგი; ექთან – ოფთალმოლოგი; ქირურგი; მეან – გინეკოლოგი; მამოლოგი; ოტორინოლარინგოლოგი; ტრავმატოლოგი; უროლოგი; ენდოკრინოლოგი; ექოსკოპისტი; ტრავმატოლოგი) გამართავენ. კლინიკის ექიმები სამედიცინო მომსახურეობას მოქალაქეებს „კათარზისის“ ოფისში გაუწევენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0