ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია გრძელდება

09/08/2017

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია გრძელდება. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია საავტომობილო გზების მშენებლობა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯიგრაშენსა და ეშტიაში. პროექტის ფარგლებში სოფელ ჯიგრაშენში გზის 1100 მეტრიან და სოფელ ეშტიაში 1650 მეტრიან მონაკვეთებზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო. აღნიშნულ სოფლებში არსებულ გზებს რეაბილიტაცია რამდენიმე ათწლეულია არ ჩატარებია. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მოსახლეობისათვის განახლებული გზით გადაადგილება და რაიონულ ცენტრთან დაკავშირება გაცილებით მარტივი და კომფორტულია. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. ჯამში, ასფალტ- ბეტონის საფარი საავტომობილო გზის 3 კილომეტრამდე სიგრძის გზაზე დაიგო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0