ნინო ბერძულმა გახსნამდე ახალაშენებული “გაგუას კლინიკა”დაათვალიერა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დედის დღესთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ახალაშენებული „გაგუას კლინიკა“ დაათვალიერა და გახსნამდე იქ არსებულ ვითარებას გაეცნო. 100 საწოლზე გათვლილი სამშობიარო კლინიკა თანამედროვე აპარატურით აღიჭურვება. ადგილზე ქალის ჯანმრთელობის მიმართულებით ყველა სამედიცინო სერვისის მიწოდება იქნება შესაძლებელი. ადგილზე 30-მდე მეცნიერებათა დოქტორი დასაქმდება. კლინიკური ფუნქციების გარდა, მას სასწავლო დაწესებულების დანიშნულებაც ექნება. „გაგუას კლინიკაში“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები დიპლომამდელ და დიპლომისშემდგომ სწავლებას გაივლიან. ”გაგუას კლინიკა“ შშმ პირებზე სრულად არის ადაპტირებული. ის პირველ აპრილს გაიხსნება და ყველა სახელმწიფო პროგრამაში იქნება ჩართული.

Visited 2 560 times, 1 visit(s) today