ნინო თანდილაშვილი იტალიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

27/02/2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის გარემოსდაცვითი კუთხით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო გარემოს დაცვის, წყლისა და ნარჩენების მართვის მენეჯმენტის საკითხებს.
როგორც ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა გარემოსდაცვითი მიმართულება ქვეყნისთვის პრიორიტეტულია და ყურადღება ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე გაამახვილა.
იტალიის რესპუბლიკის ელჩმა დაადასტურა იტალიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0