ნინო წილოსანი მუნიციპალიტეტის გამგებელ ზაზა ურუშაძესთან ერთად ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა

16/06/2017

ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი მუნიციპალიტეტის გამგებელ ზაზა ურუშაძესთან ერთად ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა.
მათ ადგილზე დაათვალიერეს ჩოლობარგში მშენებარე საბავშვო ბაღი. შემდეგ კი მალხაზ ფირცხალაიშვილის ოჯახს ეწვივნენ.
„-ეს ბაღი 60 ბავშვზეა გათვლილი. თანამდეროვე სტანდარტებით კეთდება და ასეთი 2017-2018 სასწავლო წლიდან ლანჩხუთში სამი ახალი საბავშვო გვექნება“- განაცხადა გამგებელმა.
რაც შეეხება მალხაზ ფირცხალაიშვილს, სტიქიის შედეგად სახლის სახურავი დაუზიანდა, ჩამონგრეული იყო სახლის უკანა ნაწილი. ოჯახში ოთხი არასრუწლოვანი ცხოვრობს. მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით ფირცხალაიშვილების ოჯახს სახურავიც გამოეცვალა და სახლის უკანა ნაწილის მშენებლობაც უკვე დასრულებულია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0