ნინო ჯავახაძემ სტუდენტებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარების ხედვა გააცნო

26/04/2017

საქართველოს ეკონომიკა: შედეგები, გამოწვევები, შესაძლებლობები-ამ თემებზე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე. ღონისძიებაში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარების ხედვა გააცნო და ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარება, საპენსიო რეფორმის აუცილებლობა, სავაჭრო ხელშეკრულებები და ბიზნესისთვის ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად აუცილებელი სხვა ინსტრუმენტები.
შეხვედრაზე იმ ალტერნატიულ სტრატეგიაზე ისაუბრეს, რომელიც გამოიყენოს საქართველომ ეკონომიკური განვითარების პოლიტიკაში შეიძლება გამოიყენოს.
შეხვედრაში ასევე, თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი, ვახტანგ ლეჟავა, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პრეზიდენტი, ერიკ ლივნი და მსოფლიო ბანკის ეკონომიკური პოლიტიკის პროგრამის ლიდერი სამხრეთ კავკასიაში, ჟენევიევ ბუარო მონაწილეობდნენ.
საქართველოს ბიზნესასოციაცია ამ პროექტის ფარგლებში პერიოდულად ჩაატარებს შეხვედრებს სტუდენტებთან და შეეცდება, შექმნა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების სასარგებლო პლატფორმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0