ნინო ჯავახაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებლებს შეხვდა

21/11/2017

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამართალდაცვითი მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის კუთხით ჩატარებული ღონისძიებები განიხილეს.
ვიზიტის დასრულების შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები საქართველოს მიერ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ საინფორმაციო ბარათს მოამზადებენ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლები საქართველოს, პოლიტიკური კლიმატის, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების და საქართველოს მიერ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების შესასრულებლად განხორციელებული ქმედებების შეფასების მიზნით, რეგულარულად სტუმრობენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0