ნიქოზის ხელოვნების სასახლის გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზის ხელოვნების სასახლის პროექტის შესარჩევ კონკურსში ალექსანდრე ზვიადაურის, სუხა ზვიადაურის, გიორგი ჩიქოვანის და ლადო აფანასევის ნამუშევარმა გაიმარჯვა. სასახლის პროექტირებაზე კონკურსი გორის მუნიციპალიტეტის მერიას ჰქონდა გამოცხადებული. ნიქოზის ხელოვნების სასახლეში იგეგმება საგამოფენო დარბაზის, მუზეუმისა და თეატრისთვის განკუთვნილი სივრცის განთავსება. სახელოვნებო ცენტრი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ჩამოსული სტუმრებისთვის.

“ნიქოზის ხელოვნების სასახლე იქნება მრავალფუნქციური ცენტრი, სადაც ადგილობრივი ახალგაზრდები თუ სხვა ნებისმიერი პირი შეძლებს საინტერესო ღონისძიებებეზე დასწრებას, ასევე, საკუთარი იდეების რეალიზაციას. ამასთანავე, ადგილობრივებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე დასაქმდნენ” – აღნიშნა რწმუნებულმა.

Visited 98 times, 1 visit(s) today