ნიქოზში ანიმაციური ფილმის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

30/08/2017

1-7 სექტემბერს, ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში რიგით მე-7 ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. „ნიქოზი”, რომელსაც პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ წარმომადგენლები დაესწრებიან და დაინტერესებულ პირებს პროგრამის დეტალებსა და მექანიზმებს გააცნობენ.
ფესტივალმა, რომელიც 2011 წლიდან ტარდება, დიდი პოპულარობა მოიპოვა ანიმაციის სამყაროში და ისეთი მაღალი დონის სტუდიების და ფესტივალების დაინტერესება გამოიწვია, როგორებიცაა დრეზდენის, სუზდალის, ლაიფციგის და ანესის ანიმაციის ფესტივალები.
გერმანია-საქართველოს მეგობრობის წელთან დაკავშირებით, ნიქოზის მე-7 ფესტივალის მთავარი თემაც გერმანიაა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორ-ანიმატორები და ცნობილი ანიმაციური ფესტივალების ფილმები მიიღებენ მონაწილეობას. სწორედ ამ მიზნით ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გახსნის პირველ დღეს, კერძოდ 1 სექტემბერს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენელი კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს გააცნობს პროგრამის მექანიზმებს, რადგან პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ საქართველოში გაწეული ე.წ კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე პროდიუსერებისათვის ანაზღაურებას გულისხმობს და მიზნად ისახავს ქვეყანაში კინოინდუსტრიის წახალისებას, საერთაშორისო კინომწარმოებლების მოზიდვასა და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების ცენტრად ქცევას.
ნიქოზის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიისა და კინოცენტრი „ქართული ფილმი აფხაზეთის“ ინიციატივით ტარდება.
2016 წლის დასაწყისში სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ დაემატა, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართვლოში“ მიერ პროგრამის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის კუთხით ხორციელდება რიგი ღონისძიებები მათ შორის ე.წ Road Show-ები, რისი მეშვეობითაც ხდება საერთაშორისო პროდიუსერებისათვის ინფორმაციის ამომწურავად გაცნობა, მხარეებისათვის გადასაღები ლოკაციების შეთავაზება და კინოწარმოებასთან დაკავშირებით ქვეყნის პოტენციალის სრულად წარმოჩენა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0