ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის კმ11-კმ19 მონაკვეთზე „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით, დაგეგმილია აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მე-3 ეტაპი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 2019 წლის 28 ივლისს, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

Visited 99 times, 1 visit(s) today