სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ბელარუსის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა. დელეგაციას ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილე იგორ ვ. ბრილო ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის მესაქონლეობის, მეთევზეობის და მემცენარეობის მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე, რევაზ ასათიანი ასევე, სამინისტროსა და მის უწყებაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
Visited 149 times, 1 visit(s) today