ნოდარ კერესელიძე ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ევროპის საბჭოს გარემოს დაცვითი საკითხებისა და საფრთხეების ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, ჯიანლუკა სილვესტრინის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა გარემოსდაცვითი მიმართულებით ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
როგორც ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, გარემოს დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მინისტრის პირველმა მოადგილემ გარემოსდაცვითი პოლიტიკის კონტექსტში მწვანე ეკონომიკის განვითარების კონცეფციაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროსაბჭოში 2019-2020 წლებში საქართველოსთვის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსის მინიჭების და საქართველოს ორგანიზებით კონფერენციის გამართვის საკითხებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ესწრებოდა.

Visited 114 times, 1 visit(s) today