ნოდარ კერესელიძე პროექტის „MOLI კახეთში“ შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

23/11/2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე პროექტის „MOLI კახეთში“ შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.
ნოდარ კერესელიძემ მადლობა გადაუხადა შვეიცარიის მთავრობას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში ფინანსური მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის მეცხოველეობის სექტორი და მისი განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, მეცხოველეობის სექტორის განვითარების მიზნით, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, მომავალში რამდენიმე პროექტის განხორციელება დაიწყება. „MOLI კახეთში“ ფარგლებში დაგროვილი გამოცდილების გამოყენება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახალი პროექტების წარმატებაში.
აღსანიშნავია, რომ პროექტის „MOLI კახეთში“ მიზანი კახეთის რეგიონში მეცხოველეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობა იყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0