ნოდარ კერესელიძე GIZ-ის წარმომადგენლებს შეხვდა

27/02/2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების უფროს მრჩეველს კლიმატის ცვლილების, სოფლის განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში, კრისტენ პრობსტს და დარგის ექსპერტებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ტყის კოდექსზე, სატყეო სექტორში არსებულ გამოწვევებსა და ტყის მდგრად მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო სატყეო კოდექსის იმპლემენტაციის მიზნით კონკრეტული პროგრამების განხორციელების საკითხებსაც. ნოდარ კერესელიძის განმარტებით, აღნიშნული პროგრამები საქართველოში სატყეო სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებასა და ქვეყანაში ალტერნატიული ენერგიის წყაროების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება-გამოყენების კუთხით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა და ქვეყანაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების პრიორიტეტულობაზე გაამახვილა ყურადღება.
GIZ -ის წარმომადგენლებმა ქართულ მხარესთან სატყეო სექტორის განვითარების მხარდაჭერის მიმართულებით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0