ნოდარ ხადური ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა, ლასლო ბარანიაიმ დღეს ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასა და ქვეყნის მხარდაჭერის გაგრძელების სამომავლო პერსპექტივაზე. საუბარი შეეხო საჯარო და კერძო სექტორში ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობას.
ნოდარ ხადურმა ლასლო ბარანიაის ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ევროპის საინვესტიციო ბანკთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.
EIB-ის მხარდაჭერით, საქართველოში ხორციელდება პროექტები საგზაო, წყლის ინფრასტრუქტურასა და ენერგეტიკის სექტორში, აგრეთვე მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარების მიმართულებით.

მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი აქტიურად ერთვება ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებითაც. დღეს, ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, რომელიც ევროკომისიისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ერთობლივი ფინანსური პროგრამის „InnovFin – EU Finance for Innovators“ ფარგლებში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში გაიმართა. ღონისძიებაზე განიხილეს ფინანსური დახმარების ის ინსტრუმენტები, რომელიც ამ პროგრამის დახმარებით ხელმისაწვდომი იქნება საქართველოში არსებული ინოვაციური ბიზნესისთვის.
კვლევებისა და ინოვაციების მიმართულებით ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ შექმნილი ერთიანი მხარდაჭერის გეგმა ითვალისწინებს ინოვაციის დარგში მოქმედი მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანიების, ასევე კვლევითი ინსტიტუტებისთვის მრავალფეროვანი, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ფინანსური პროდუქტების შეთავაზებას.

Visited 131 times, 1 visit(s) today