ნოემბერში რეგიონის მაშტაბით გამწვანების აქცია გაიმართება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად ლანდშაპტის არქიტექტორს, პროფესორ რამაზ კილაძეს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონის გამწვანების, ასევე საწყის ეტაპზე ზუგდიდსა და ფოთში მუნიციპალური სანერგე მეურნეობის შექმნის საკითხები განიხილეს. ხელისუფლების წარმომადგენლები, რამაზ კილაძესთან ერად ადგილზე გაეცნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გამწვანების მიმართულებით არსებულ საჭიროებებს.
მუნიციპალური სანერგე მეურნეობის არსებობა რეგიონს მისცემს შესაძებლობას, ადგილზე გამოყვანილი მცენარეები რეგიონის მუნიციპალიტეტების გამწვანებისთვის გამოიყენოს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას ინივციატივით, ნოემბრის თვეში რეგიონის მაშტაბით გამწვანების აქცია გაიმართება. აქციაში მონაწილეობას საჯარო მოხელეები, ადგილობრივი მოსახლეობა და კერძო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ.

Visited 31 times, 1 visit(s) today