ნოემბრიდან საგარეჯოში წყლის სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საგარეჯოს მოსახლეობისთვის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც 2019 წლის დაგეგმილ პროექტებში უკვე განსაზღვრულია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო.
მეორე ფაზა ითვალისიწინებს არსებული სათავე ნაგებობისა და რეზერვუარის რეაბილიტაციას. 2000 კუბური მეტრი მოცულობის ახალი რეზერვუარის მშენებლობასა და ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას. სამუშაოები მომავალი წლის შემოდგომაზე დასრულდება, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის საგარეჯოში არსებულ წყალმომარაგების პრობლემას და მოსახლოებას უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს.
პირველი ეტაპის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 127კმ მონაკვეთზე გამანაწილებელი ქსელის მოწყობა დაასრულა. მეორე ეტაპის სამუშაოებს, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, 5 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
დღევანდელი მდგომარეობით, საგარეჯოს მოსახლეობის 40 %-ს წყალი 24 – საათიანი, უმეტეს ნაწილს კი დღეგამოშვებით, რამდენიმე საათიანი გრაფიკით მიეწოდება.

Visited 82 times, 1 visit(s) today