ოზონის შრის დაცვის თემაზე საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში ოზონის შრის დაცვის თემაზე საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების პირველმა მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და გაეროს ელჩმა საქართველოში ნილს სკოტმა მიმართეს.
მხარეებმა ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებიდან ეტაპობრივად ამოღების მართვის გეგმები და მაღალი გლობალური დათბობის პოტენციალის მქონე აირების მოხმარების შემცირების ინიციატივები განიხილეს. ასევე, ოზონის შრის დაცვის მიმართულებით ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.
შეხვედრას უკრაინის, მოლდოვის, ბელორუსის, სომხეთის, თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები. ასევე, საერთაშორისო განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ.

Visited 166 times, 1 visit(s) today