ოზურგეთის თვითმმართველობამ, სწორედ, ბეგი სიორიძის და მერაბ ჭანუყვაძის ხელმძღვანელობით, ბევრი საქმე გააკეთა

06/11/2017

,,რამდენიმე წლის განმავლობაში, ოზურგეთის თვითმმართველობამ, სწორედ, ბეგი სიორიძის და მერაბ ჭანუყვაძის ხელმძღვანელობით, ბევრი საქმე გააკეთა. ქალაქში და არაერთ სოფელში დაიგო გზები, შევიდა გაზი, მოხდა წყლის სისტემების რეაბილიტაცია, დაფინანსდა მცირე საწარმოები, აშენდა ახალი საბავშვო ბაღები, აღდგა გურიაში ვაზის უნიკალური ჯიშები, მოწესრიგდა პარკები, ნარჩენების მართვისთვის ოზურგეთმა მიიღო ახალი მანქანები და კონტეინერები, აშენდა ახალი ადმინისტრაციული შენობები, კეთდება ფოლკლორის ახალი, თანამედროვე ცენტრი.
ქალაქში და სოფლებში ჩვენ გვაქვს ახალი და საინტერესო გეგმები, მეტის გაკეთებას ვაპირებთ მომავალში. ამისათვის საჭიროა, რომ თვითმმართველობას იმ ადამიანმა უხელმძღვანელოს, ვინც საქმის გამკეთებელია და ვისაც სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერა აქვს. ასეთი ადამიანი კი ამ არჩევნებში, სწორედ, ბეგი სიორიძეა. მე, როგორც ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, არჩევნების შემდეგ, სწორედ, ხალხთან ერთად ვაპირებ ჩავერთო და თვალყური მივადევნო განვითარების პროცესს, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელსაც ბეგი სიორიძე და თვითმმართველობის განახლებული გუნდი განახორციელებს.
ჩვენ ჩამოვდივართ, რათა ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში, ქართული ოცნების კანდიდატს, ბეგი სიორიძეს დავუჭიროთ მხარი.
ყველას მადლობას გიხდით პირველ ტურში ქართული ოცნების მხარდაჭერისთვის! 12 ნოემბერსაც ერთად უნდა გავიმარჯვოთ”. – არჩილ თალაკვაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0