ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

12/10/2018

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. დღეს გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და გურიის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი თეა ლომჯარია, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს ოზურგეთში გაზიფიცირების გარეშე დარჩენილი სოფლებისა და ნაწილობრივ გაზიფიცირებული უბნების აღრიცხვის საკითხები. ისაუბრეს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ და პროექტის “დანერგე მომავალი“ ახალ ქვეკომპონენტზე, რომელიც „კენკროვანი კულტურების“ განვითარებაზეა ორიენტირებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0