ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში რკინა-ბეტონის გზები დაიგო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნატანებსა და შრომაში რკინა-ბეტონის გზები დაიგო. 480 გრძივი მეტრი ბეტონის საფარი განსაკუთრებულად რთულ საგზაო მონაკვეთებზე მოეწყო სოფელ ნატანებში (ჯაფარეულას უბანი და ხომერიკების უბანი) სამუშაოების ღირებულება 58 999 ლარს შეადგენს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამშენებლო სამუშაოები კომპანია შპს „ჭედამ“ შეასრულა.
ბეტონის საფარი მოეწყო შრომის თემში (ზედუბანი). საგზაო მანაკვეთის სიგრძე 430 მეტრია. ზედუბანში გადაადგილება მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვისაც კი პრობლემას წარმოადგენდა. სამუშაოები შპს „უნივერსალმა“ განახორციელა.
სოფლებში დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან – დავით დარჩიასთან, მოადგილესთან, ბადრი გობრონიძესთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან – გოჩა აბაშმაძესთან ერთად დაათვალიერა.
„მუნიციპალიტეტი ამორტიზებული შიდა გზების რეაბილიტაციას ეტაპობრივად ახორციელებს. პირველ რიგში, ყველაზე პრობლემურ ადგილებს ვაწესრიგებთ. გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო ნაწილი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. მალე დავიწყებთ ამორტიზებული საგზაო მონაკვეთების მოხრეშვით სამუშაოებსაც,“- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.

Visited 306 times, 1 visit(s) today