ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე ნინო სარიშვილი გახდა

18/10/2016

ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი რეგიონებში სტუმრობას აგრძელებს. 2016 წლის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლის გამოსავლენად დაბა ურეკის კულტურის სახლში ინტელექტ-ჩემპიონატი ჩატარდა. „ეტალონის“ მორიგ ტურში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე , 73 ქულით, მთისპირის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო სარიშვილი გახდა. ნინო სარიშვილს წარმატება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა – მერაბ ჭანუყვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ მიულოცეს. „ეტალონის“ გამარჯვებულს მეტი სტიმულირებისა და მოტივაციის მიზნით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი საჩუქრად 500 ლარს გადასცემს. „ ვულოცავ პროექტის ყველა მონაწილეს. ეს არის პროექტი, რომელიც ქვეყანაში განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული ახალგაზრდების აღმოჩენას ემსახურება. მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ავტორებს, მოსწავლეებსა და პედაგოგებს, რომელთა დამსახურებით დღეს „ეტალონს“ მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლის მოსწავლე შემოუერთდა. გამარჯვებულს კი წარმატებებს ვუსურვებ,“- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ. სოფელ მთისპირის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო სარიშვილი მუნიციპალიტეტს თბილისში ეტალონის საფინალო ეტაპზე წარადგენს. პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0