ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 50-მდე საცხოვრებელი სახლი გადაიხურა

06/03/2017

პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა. დასრულებული სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ – დავით დარჩიამ დაათვალიერეს. „მიმდინარე წლის სტიქიური მოვლენების დროს ოზურგეთის სოფლებში ქარმა სახლებს სახურავები გადახადა. მდგომარეობა შესაბამისმა სამსახურმა შეისწავლა, დადგინდა ზარალის ოდენობა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით მოხდა 50-მდე კერძო და 3 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვა. საერთო ჯამში 100-მდე ოჯახს დავეხმარეთ,“- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა. პროექტის ჯამური ღირებულება 260 000 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0