ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება

01/12/2017

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 300 კუბიანი წყლის შემკრები რეზერვუარის დამზადება, მოეწყობა 4 ჭაბურღილი, სატუმბი სადგური, თანამედროვე ტიპის საქლორატორო, შეიღობება სანიტარული ზონა.
დღეს, გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ, შპს „სატისის“ დირექტორ დავით ცერცვაძესთან ერთად, სათავე ნაგებობაზე წყალმომარაგების პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
„დაბა ლაითურში წყალმომარაგების კუთხით არსებული პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება. 2018 წლის ბოლოსთვის დაბის მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება სრული წყალმომარაგებით. ეს იქნება საუკუნის პროექტი და მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდს ამ მეტად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის“-აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.
დაბა ლაითურის წყალმომარაგების პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, მიმდინარე წლის ივლისის თვეში დაიწყო და 2018 წლის ბოლოსთვის დასრულდება. აღნიშნული პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით და მისი ღირებულება 4 800 000 ლარს შეადგენს. პროექტის დონორი ორგანიზაციაა ევროპის საინვესტიციო ბანკი

Tweet about this on TwitterShare on Facebook0