ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლების – დვაბზუს, გაღმა დვაბზუს და მელექედურის მოსახლეობისგან იმ საჭიროებებზე მიიღეს ინფორმაცია, რომელიც მათ აქვთ. შეხვედრაზე ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამახვილდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტები გააცნო. მოსახლეობამ საუბნო გზების მოწესრიგებასთან და გაზიფიცირების საკითხთან ერთად, აგრონომის საჭიროების საკითხი დაასახელა.
შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, გივი ჭიჭინაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

Visited 72 times, 1 visit(s) today