წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ვეტერანებს 1000 -1000 ლარი გადასცა. ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ 300 – 300 ლარი. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულადი სოციალური დახმარების სახით 600 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 300 ლარს.
“9 მაისი ყველა იმ ადამიანის გამარჯვების დღეა, ვინც ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოლა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. სამწუხაროა, რომ ვეტერანების რაოდენობა წლიდან წლამდე კლებულობს. ამჟამად, გურიაში სულ 11 ვეტერანი ცხოვრობს. ჩვენი ვალია ამ ადამიანებს ყურადღება არ მოვაკლოთ და გავუფრთხილდეთ. მინდა ჩვენს საამაყო ვეტერანებს მოვეფერო და დღევანდელი დღე მივულოცო. გილოცავთ და გისურვებთ ჯანმრთელობას. თქვენ ხართ ის გმირები, რომელთა დამსახურება დიდია ქვეყნის წინაშე. წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ვეტერანებს 1000 -1000 ლარი გადასცა. ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ 300 – 300 ლარი. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულადი სოციალური დახმარების სახით 600 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 300 ლარს”-განაცხადა გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ.