ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ტრადიციული საშობაო ,,ალილო“ გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შობის დღესასწაულზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ტრადიციული საშობაო “ალილო” გაიმართა. მსვლელობას, რომელიც ოზურგეთის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა და მათ საშობაო ნობათი გადასცა. მსვლელობისას ალილოს მონაწილეებმა ტრადიციულად საჩუქრები და ტკბილეული შეაგროვეს, რაც შემდგომში მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს გადაეცემა. საქართველოში “ალილოს” მივიწყებული ტრადიცია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით აღდგა და ყოველწლიურად იმართება.

Visited 25 times, 1 visit(s) today