ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში წყალსადენი ქსელის რეაბილიტაცია დასრულდა

11/10/2017

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში წყალსადენი ქსელის რეაბილიტაცია დასრულდა.
მილების დაზიანების გამო ჯუმათის სამ უბანს სასმელი წყალი 3 დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა.
დაზიანდა ბოგილის, იანეთის და ე.წ. ძირჯუმათის მიმართულება, რომლის აღდგენითი სამუშაობი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წყალმომარაგების კომპანია შპს „სატისმა“ განახორციელა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ყაზაიშვილი და შპს „სატისის“ დირექტორი დავით ცერცვაძე დაესწრნენ.
ამ დროისთვის სამივე დაზიანება აღდგენილია. აღნიშნულ უბნებს წყალმომარაგება დღეიდან ეტაპობრივად აღუდგება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0