ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის “ნონას თასს“ უმასპინძლა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის “ნონას თასს“ უმასპინძლა, რომელიც მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციის გადაწყვეტილებით დაწესდა და მსოფლიო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე საუკეთესო შედეგის მქონე ქვეყანას გადაეცემა. ღონისძიებას ნონა გაფრინდაშვილი, ნანა იოსელიანი, საქართველოს საჭადრაკო ფედერაციის წარმომადგენლები, შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები, გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, გუბერნატორის მოადგილეები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და ჭადრაკის მოყვარულები დაესწრნენ.
ღონისძიების დასასრულს ნონა გაფრინდაშვილმა ბავშვებთან ჭადრაკის პარტია ითამაშა. ოლიმპიადა 23 სექტემბერს დაიწყო და 6 ოქტომბერს დასრულდება.

Visited 193 times, 1 visit(s) today