ოზურგეთის სოფლებში ინფრასტურქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

09/10/2017

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა გოჩა აბაშმაძემ სპეციალისტებთან ერთად სოფლებში მიმდინარე ინფრასრტურქტურული პროექტები დაათვალიერა. მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგის მიზნით გამგეობის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ ბოხვაურის მშენებარე ხიდი მოინახულეს. ხიდის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 62 300 ლარი გამოიყო. სამშენებლო სამუშაოებს ი/მ „დავით სიჭინავა“ ახორციელებს. დასრულების ფაზაშია სოფელ გურიანთის ხიდის მშენებლობაც, რომლის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 15 000 ლარია. დაიწყო სოფელ მელექედურის 2 უბნის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა. სამუშაოებს შპს „მშენებელი-21“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება შეადგენს 10 138 ლარს. გარდა ამისა, ინფრასტურქტურული პროქტები დაიწყება მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში. რკინა-ბეტონის გზა დაიგება 6 სოფელში: მერია, გოგორეთი (2 უბანი) ნაღობილევი და ჭანიეთი. პროექტის საერთო ღირებულება 100 000 ლარს აჭარბებს. იგეგმება გაბიონის მოწყობა სოფელ შემოქმედში ღირებულებით 10 600 ლარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0