ოზურგეთის სპორტის სასახლეში გურიის XXII საჭადრაკო ჩემპიონატის გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოზურგეთის სპორტის სასახლეში გურიის XXII საჭადრაკო ჩემპიონატის გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა.
შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის(ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური) თანრიგოსანი მოჭადრაკეები. გამარჯვებულები დიპლომებით, თასით, მედლებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას დაესწრნენ გურიის გუბერნატორის მოადგილე გია ებრალიძე, ოზურგეთის გაერთიანებული სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორი გოჩა კვანტალიანი, გურიის ჭადრაკის ფედერაციის დირექტორი ზურაბ ანდღულაძე და მოყვარული მოჭადრაკეები.
„მინდა მადლობა გადავუხადო ჩემპიონატის ორგანიზატორებს და ვულოცავ ჩვენს მოჭადრაკეებს ამ გამარჯვებას. ვუსურვებ მათ წარმატებებს და მჯერა, რომ ისინი კვლავაც არაერთ გამარჯვებას მოიპოვებენ“- აღნიშნა გია ებრალიძემ.
გურიის ჩემპიონატი ჭადრაკში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაერთიანებული სპორტის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

Visited 265 times, 1 visit(s) today