ოზურგეთში, ბოხვაური-შემოქმედის დამაკავშირებელი ახალი გზა შენდება

30/07/2017

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში ახალ გზას აშენებს. სოფლების ბოხვაური-შემოქმედის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაწყებულია. 3 კმ-იანი გზის ამ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. სამუშაოებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, შიდა გზებზე არსებულ ვითარებას და მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გაეცნო.
სამუშაოების დასრულების შედეგად, სოფლები – ბოხვაური და შემოქმედი ერთმანეთს ახალი გზით დაუკავშირდება. წლის ბოლოდან, ადგილობრივი მოსახლეობა ახალი გზით შეძლებს სარგებლობას, რაც მაცხოვრებლებს გააუადვილებს მუნიციპალიტეტის ცენტრალურ უბნებთან მიმოსვლას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0