ოზურგეთში ევროპის დღეები დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში „ევროპის დღეები 2016“ – ის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – დავით ბაქრაძე იმყოფებოდა.
მინისტრს ადგილზე გურიის გუბერნატორი, გია სალუქვაძე და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები დახვდნენ.
,,ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის გურიის ბიუროს“ ორგანიზებით ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. ვახტანგ ბლაგიძის სახელობის ოზურგეთის სპორტის სასახლის წინ მოეწყო გამოფენა „ჩემი თვალით დანახული ევროპა“, გაიმართა ფლეშ-მობი. რამდენიმე ნომერი შეასრულეს ფოლკლორულმა ანსამბლებმაც.
მოგვიანებით დავით ბაქრაძემ გურიის გუბერნიის საკონფერენციო დარბაზში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმდინარეობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

Visited 185 times, 1 visit(s) today