ოზურგეთში, თეატრალურ მოედანზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

25/12/2019

ოზურგეთში, თეატრალურ მოედანზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ღონისძიებას გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ მოქალაქეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და ნაძვის ხე საზეიმოდ აანთეს. ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით ჩატარდა საბავშვო კონცერტი.

“გურიას და სრულიად საქართველოს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს! გისურვებთ მშვიდობას, სიხარულს, ხვავსა და ბარაქას! 2019 წელი მნიშვნელოვანი იყო ჩვენი რეგიონისთვის, განხორციელდა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. მომავალი წელი იქნება არანაკლებ წარმატებული. თითოეული პროექტი, ორიენტირებული იქნება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე და სოციალური ფონის გაუმჯობესებაზე” – ზურაბ ნასარაია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0