ოზურგეთში, კანონპროექტის – “ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ” განხილვა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოზურგეთში, პროფესიული კოლეჯ „ჰორიზონტში“, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით გაიმართა „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის საჯარო განხილვა. ახალი კანონპროექტის საჯარო განხილვას კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი გაუძღვა. შეხვედრას დაესწრნენ გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, მოადგილე არჩილ ყაზაიშვილი, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, მედიის წარმომადგენლები და სპორტში მოღვაწე ადამიანები.
საჯარო განხილვები ემსახურება საზოგადოების წარმომადგენლებისაგან მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიღებას, კანონის პროექტის შემდგომი სრულყოფის მიზნით. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტი უზრუნველყოფს საჯარო კონსულტაციების ფორმატში გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების მიწოდებას, შესაბამისი რეაგირების მიზნით, კანონის პროექტის ავტორისათვის – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის. პარლამენტისთვის კანონის პროექტის წარდგენა დაგეგმილია 2018 წლის ბოლომდე.

„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია 1996 წელს არის მიღებული და უკვე მრავალი წელია ვერ აკმაყოფილებს სპორტის სფეროში არსებულ თანამედროვე მოთხოვნებს. ახალი კანონის შექმნა მიზნად ისახავს მოსახლეობის ფიზიკური აქტივობისა და სპორტის საყოველთაო ხემისაწვდომობის უზრუნველყოფას. კანონის პროექტი ემსახურება სპორტის წინაშე არსებულ გამოწვევებზე სათანადო რეაგირებას, მათ შორის ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სასპორტო განათლება და საკადრო უზრუნველყოფა, თანამშრომლობა სპორტულ ორგანიზაციებთან, ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი მართვა, სპორტული მედიცინა და სხვა.

საჯარო განხილვები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ეწყობა. ღონისძიების მხარდამჭერია ეროვნულ – დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ღონისძიებების ფინანსური მხარდამჭერი კი ბრიტანეთის მთავრობა (UKaid) გახლავთ.

Visited 167 times, 1 visit(s) today