ოზურგეთში მინი კინო-თეატრი და თამაშების კლუბი – ,,GAME HOUSE“ გაიხსნა

26/10/2016

ქალაქ ოზურგეთში მინი კინო-თეატრი და თამაშების კლუბი – ,,GAME HOUSE“ გაიხსნა, რომელიც ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გელა კობალაძემ მოინახულეს.
თბილისის შემდეგ , ოზურეგთი პირველი ქალაქია, სადაც ,,GAME HOUSE’’-მა დაიწყო ფუნქციონირება.
ბეგლარ სიორიძე, ქალაქის მერი:
,, მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი სასიცოცხლო ობიექტი შეემატა. ვფიქრობ, რომ აღნიშნული კლუბის არსებობა ჩვენი თანაქალაქელებისათვის სასიხარულო ფაქტია. აქ არ ექნება ადგილი აზარტულ თამაშებს, ახალგაზრდები შეიკრიბებიან და განიტვირთებიან. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მსგავს ახალგაზრდულ ინიციატივებს , რაც თავის მხრივ ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.“
გიორგი ჩხაიძე, ,,GAME HOUSE’’-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი:
,, ჩვენ გვინდა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებით ახალგაზრდები დავაბრუნოთ და მოვიზიდოთ ჩვენს ქალაქში. მით უფრო მაშინ, როცა ვხედავთ, რომ დღეს ბევრი საინტერესო ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება . ვფიქრობ, რომ ბიზნესის დაწყებისა და განვითარების თვალსაზრისით ჩვენს ქალაქში ნორმალური პირობები იქმნება, რაც გვმატებს ენთუზიაზმს და სხვადასხვა ბიზნეს-ინიციატივის განხორციელების სურვილს“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0