ოზურგეთში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება

17/12/2017

ოზურგეთში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. სამუშაოების მიმდინარეობის ტემპებს და შესრულების ხარისხს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სისტემატურად ეცნობა.
ზურაბ ალავიძე ამჯერად ოზურგეთში იმყოფებოდა, სადაც მე-4 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები გურიის გუბერნატორთან მერაბ ჭანუყვაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
მალე ოზურგეთს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი საბავშვო ბაღი ექნება. პროექტის ფარგლებში კეთდება შიდა და გარე სამუშაოები, მოხდება ეზოს კეთილმოწყობა და შენობის საჭირო ინვენტარით აღჭურვა. ასევე, მოეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურა.პროექტის დასრულების შედეგად, 300-ზე მეტი აღსაზრდელი სკოლამდელ განათლებას კომფორტულ გარემოში მიიღებს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 500 000 ლარზე მეტია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0