ოზურგეთში საერთაშორისო აქცია „დავასუფთაოთ მსოფლიო! დავასუფთაოთ საქართველო!“ ჩატარდა

16/09/2017

ოზურგეთში საერთაშორისო აქცია „დავასუფთაოთ მსოფლიო! დავასუფთაოთ საქართველო!“ ჩატარდა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად 15,16, 17, სექტემბერს იმართება.
გურიის გუბერნიის თანამშრომლებმა, ოზურგეთში, სკვერებისა და პარკის მიმდებარე ტერიტორიები პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.
აქცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაცი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0